პარტია გახარია საქართველოსთვის ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა ბათუმში, სასტუმრო შერატონში მოხდა.
მთის ამბების რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ გიორგი გახარიას "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესხნენ თავს. მისი ცნობით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.
"რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი", - წერს ის.
"ყველას მოგაკითხავთ, წარმოდგენა არ გაქვთ რამხელა შეცდომა დაუშვით ქართული ოცნება / Georgian Dream. დანდობა არ იქნება, გპირდებით!
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia 24 საათში არ იქნება ყველა თავდამსხმელი დაკავებული და თქვენც მოგაკითხავთ!
ივანიშვილი, საბრალდებო სკამზე დაგსვამ პირადად!", - წერს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.