დიდ დიღომში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი იყო.
ცეცხლი კორპუსის მეთერთმეტე სართულზე გაჩნდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ადგილზე მობილიზებული იყი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და ცეცხლი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.