სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეკემბრის თვეში რუსთავში 8 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.
მისი თქმით, ქალაქში ინსპექტირება 18 ობიექტში ჩატარდა.
საჯარიმო სანქცია 3 ობიექტს ვადაგასული სურსათის რეალიზაციისთვის, 3-ს ეტიკეტის არ ქონისთვის, 1-ს ეტიკეტის არ ქონა განმეორებით და 1 მიკვლევადობის გამო დააჯარიმეს.
საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 30ობიექტზე ჩატარდა, 155 დოკუმენტურად შემოწმდა, ნიმუში აიღეს 48-დან, ჯარიმა კი 12-ს დაეკისრა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.
სეს-ი იმ მაღაზიების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.