მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

2025-01-14 15:00:20

საქართველოში ბოლო დღეებია საგრძნობლად დათბა და ძირითადად მზიანი ამინდი გვაქვს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შუა ზამთარია და მზის სხივები ხშირად ღრუბლების მიღმა შეიძლება დარჩეს, ასეთი კვირაა მოსალოდნელი სამომავლოდ, - ამის შესახებ მეტეოროლოგი  კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

"მთელს ქვეყანაში მომდევნო 1 კვირის განმავლობაში უმეტესად მოღრუბლული და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, საგრძნობლად აცივდება და იწვიმებს დაბლობსა და ბარში, მთიან და მაღალმთიან ზონაში, კი მოსალოდნელია თოვლი.

მოგზაურობს ვინც გეგმავთ, უხვთოვლიანი პერიოდი იქნება ზამთრის კურორტებისთვის, შეგიძლიათ ისიამოვნოთ. მართალია თოვლი ყველას მოგვენატრა და თითოეულ ქალაქში სითეთრეს ბედნიერება მოაქვს, მაგრამ ვერ დაგისტურებთ, რომ დაბლობზე ან ბარში ითოვებს, სამწუხაროდ არა", - წერს მეტეოროლოგი.