ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთაცა" საგანგები სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.
დაშავებული 4 მოქალაქიდან ერთი ბავშვია.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილი შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.