ქვემო ქართლში CO-ს ინტოქსიკაციით 27 წლის კაცი დაიღუპა

2025-01-13 11:53:08

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში CO-თი ინტოქსიკაციას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედიის 24news-ის ცნობით, 27 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აბაზანაში იმყოფებოდა, რა დროსაც CO-ს ინტოქსიკაცია მიიღო და ადგილზე დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.