რუსთავში ცხოველთა მხრიდან დაკბენების გამო 235 პაციენტი აცრეს

2025-01-13 14:54:42

გასულ თვეში, დეკემბერში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 235 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.

აცრილთა 1/3 15 წლამდე პაციენტია.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის უმრავლესობა, 178 შემთხვევათა, პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევაში კი ცხოველთა პატრონების მიკვლევა ვერ მოხდა.

ჯანგულაშვილის ცნობითვე, პატრონიანი ცხოველების დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 140 ძაღლზე მოდის, 38 კატაზე.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სიტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.