აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეებსა და პოლციას შორის დაპირისპირება იყო.
სამართალდამცველებმა რამდენიმე მომიტინგე დააკავეს.
“კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არის აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე.
ადგილზე თავდაპირველად დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ არ მისცა.
რის შემდეგაც პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და კიდევ ერთი ოპოზიციონერი გიორგი კირთაძე და ტერიტორიიდან გაიყვანა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ისინი დაკავებულები არიან.