ხონში ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 9 იანვარს, სოფელ გუბში მოხდა.
რა გახდა ავარიის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.