ბაკურიანში კაცს, რომელსაც 5 თვის ჩვილი ეჭირა, ციგა დაეჯახა

2025-01-08 19:11:12

ბაკურიანში ამირანის პარკში კაცს, რომელსაც 5 თვის ჩვილი ეჭირა, ციგა დაეჯახა.

ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

მათი ცნობით, დაშავებული ჩვილი თავდაპირველად ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს.

ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალში“ სამხრეთის კარიბჭეს განუცხადეს, რომ დაშავებულს მულტიპროფილური გამოკვლევები სჭირდებოდა, რის გამოც იგი კლინიკაში შეყვანიდან მალევე თბილისში გადაიყვანეს.