თბილისში, ფანასკრეტელის ქუჩაზე დაჭრა იყო.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში დაწყებული კონფლიქტი 30 წლის ბიჭის დაჭრით დასრულდა.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს გამოძიება.
მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.