დოლიძის ქუჩაზე ავტობუსი გაჩერებაზე შევარდა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.