ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა.
ხანძარი კერძო სახლში გაჩნდა.
ინფორმაციას აფხაზური „ტელეგრამ“ არხი „აიაშარა“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სახლი ჩოლარიების ოჯახს ეკუთვნოდა. ხანძარმა სახლი მომენტალურად მოიცვა და ხუთი ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
„ტელეგრამ“ არხის „აიაშარას“ ცნობით, შემთხვევის ადგილზე ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კონსტანტინე ფილია იმყოფებოდა.