რუსთაველის გამზირზე პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

2024-12-29 14:38:15

პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო.

პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე ძალის გამოყენებით დააკავა.

მანამდე, აქციის მონაწილეებს პოლიცია მოუწოდებდა, ტროტუარზე გადასულიყვნენ და საავტომობილო მოძრაობა არ შეეზღუდათ.

შეხლა-შემოხლისას ერთ-ერთი პირი დაშავდა. რომელსაც  პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია.

აქციის მონაწილეები ტროტუარებზე რჩებიან და აქცია გრძელდება.