გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 2025 წლის 11 და 12 იანვარს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს.
ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბილეთების შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა გზით. კერძოდ, ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.