ქუთაისი-ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მაგისტრალის გადასასვლელ ხიდზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.