რუსთავში კინოთეატრი "კავეა" გაზაფხულზე გაიხსნება.
როგორც "ინფო რუსთავს" ახალი სავაჭრო ცენტრ "რუსთაველის" ადმინისტრაციაში განუცხადეს, კინოთეატრი მაისის ბოლოს იქნება მზად პი რველი სტუმრების მასპინძლობისათვის.
"კავეა" მოლში დიდი, საპრემიერო და 2 მცირე დარბაზით იქნება წარმოდგენილი. დიდი დარბაზი 150, მცირეები კი 70-70 ადამიანზე იქნება გათვლილი.
მრავალფუნქციურ კომპლექსში რუსთაველებს დახვდებათ ბოულინგ ცენტრიც.
კომპლექსი 2025 წლის მარტის თვეში დაიწყებს ფუნქციონირებას და იქ არაერთი ბრენდი იქნება წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლონა მე-12 მიკრორაიონში უკვე დასრულებულია. ამ ეტაპზე, მოლში მდებარე მაღაზიები შიდა სივრცეებს აწესრიგებენ.