საქართველოში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

2024-12-28 17:33:25

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 15:44 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.