აზერბაიჯანმა საკარანტინო რეჟიმი აპრილამდე გაახანგრძლივა

2024-12-27 13:55:30

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2025 წლის 1-ელ აპრილამდე გაახანგრძლივა - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

შესაბამისად, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილი რჩება.

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მიზანი COVID-19-ის გავრცელების პრევენციაა.