ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარს ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა.
რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ხანძარი ლიკვიდირებულია.