ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

2024-12-26 15:35:24

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით რუსეთის საოკუპაციო წალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

ამის შესახებ განცხადებას თავად სუს-ი ავრცელებს.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე.

ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას",- ნათქვამია განცხადებაში.