28 დეკემბერს, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ცოცხალი ჯაჭვი გაკეთდება რუსთავშიც.
ერთ-ერთი ორგანიზატორის, ელენე გახარიას თქმით, მოქალაქეები შეკრებას 14:00 საათზე დაიწყებენ, ერთობის ჯაჭვი კი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 15:00 საათზე შეიკვრება.
მისივე ინფორმაციით, რუსთაველებს თავდაპირველად მისვლა, სურვილისამებრ, ჩამოთვლილი 7 ლოკაციიდან ერთ-ერთზე შეუიძლიათ:
• შარტავას მოედანი;
• სასტუმრო "რუსთავი";
• იუსტიციის სახლი;
• გმირთა მემორიალი;
• რუსთავის დამაკავშირებელი ხიდი;
• პირამიდა;
• მერია.
"ჩავდგეთ ერთობის ჯაჭვში საქართველოსთვის", - აცხადებენ ორგანიზატორები.