ვის შეეზღუდება 1-ლი იანვრიდან თბილისში პიკის საათებში გადაადგილება

2024-12-26 12:26:00

1-ლი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებს თბილისში, პიკის საათებში გადაადგილება შეეზღუდებათ.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა 8 საათიდან 11 საათამდე და 17:00 საათიდან 20:00 საათამდე იმოქმედებს.

"1-ლი იანვრიდან სადისტრიბუციო ავტომობილებსაც შეეზღუდებათ გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ პიკის საათებში, დილის 8-საათიდან 11-საათამდე და 5 საათიდან 8 საათამდე, დღის ნებისმიერ მონაკვეთში ან ღამის მონაკვეთში თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება და დისტრიბუციის განხორციელება“, - განაცხადა კალაძემ.