ლაშა ბექაურმა ლომის ბოკვერი ზოოპარკს გადასცა.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დაუდასტურა.
"გარემოს დაცვის სამინისტრო და ლაშაც აქ იყო და გადმოგვცა. ახლა ჩემთან იმყოფება კაბინეტში, ჯერ-ჯერობით ალბათ აქ იქნება, რადგან პატარაა ძალიან და ამასობაში მისი ახალი ვოლიერის მომზადება დაგვჭირდება. მოულოდნელი სიურპრიზია",- განგვიცხადა გურიელიძემ.