ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" პროექტი "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ვლადიკავკაზში მდებარე სავაჭრო ცენტრ "ალანია მოლის" ზედა სართულზე დღეს დილით მოხდა.
რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელის, სერგეი მენიაილოს განცხადებით, აფეთქება დრონს არ გამოუწვევია.