რუსთავში კაცმა ცოლს სცემა

2024-12-25 23:22:11

რუსთავში კაცმა ცოლს სცემა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, 50 წლამდე ცოლ-ქმარს შორის შელაპარაკება ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო რაც ხმამაღალ საუბარში გადაიზარდა და ფიზიკური ანგარიშწორებით დასრულდა.

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.