რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-11-26 19:38:14

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27  ნოემბერს 13:30 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში: შარტავას, ტაშკენტის, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს, აგრეთვე მე-4 საჯარო სკოლასა და მე-7ა მიკრო რაიონში პროფესიულ სასწავლებელს; 14:00 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს მესხიშვილის, თოდრიას, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების და კერძო სახლების ნაწილს.

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.