სწავლის დაფინანსებას რეზიდენტის საფეხურის რუსთაველებიც მიიღებენ

2024-11-26 15:31:19

„სტუდენტთა სწავლის დაფინანსების“ ქვეპროგრამა გაფართოვდა.

მუნიციპალიტეტი სწავლას რეზიდენტის საფეხურის რუსთაველებსაც დაუფინანსებს.

შესაბამისი ცვლილება საკრებულოს მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა ბუსხრიკიძე წარუდგინა.

ცვლილების მიხედვით რეზიდენტურის საფეხურის სტუდენტებს სწავლა 1500 ლარით დაუფინანსდებათ.