გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

2024-11-26 12:22:32

"ცივმა ატმოსფერულმა ფრონტმა საქართველოს ტერიტორიაზე მკვეთრი აცივება გამოიწვია, რასაც თან ახლდა ნალექი და ძლიერი ქარი, ზოგან ტემპერატურა 10-15 გრადუსით დაეცა. შაბათი არანორმალურად თბილი იყო, ზოგან კლიმატის ახალი რეკორდი დაფიქსირდა, მაგალითად ბათუმში ბოლოს დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა 23 ნოემბერს 1987 წელს იყო +25 გრადუსი, ამჯერად კი +26.7 C დაფიქსირდა.

საინტერესოა ყველასთვის როგორი ამინდი გველოდება უახლოეს დღეებში:

26 ნოემბერს- ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და დღის საათებში თითქმის ყველგან ხანმოკლე პერიოდით გამოიდარებს.

27-28 ში და ზოგადად 29 ნოემბრის დილამდე, ძალაში რჩება უამინდობის გაფრთხილება: წვიმა მთელს ქვეყანაში, პერიოდულად ძლიერი ნალექით, ძლიერ ქართან ერთად 17-22 მ/წმ- ში.

მთიან რეგიონებში, ზღვის დონიდან 700 მეტრის ზემოთ მოსალოდნელია ძლიერი თოვლი და ქარბუქი, ასევე შესაძლებელია სველი თოვლის ძლიერი შეწებება საჰაერო გაყვანილობაზე, გზებზე იქნება ლიპყინული.

ასე, რომ როგორც ვკითხულობთ კვლავ მოსალოდნელია მომდევნო დღეებში – არასტაბილური ამინდი, კლიმატურ ნორმასთან ახლოს ან ოდნავ დაბალი ტემპერატურით, ნოემბრისთვის დამახასიათებელი უხვი ნალექით.

გისურვებთ მშვიდ და დადებითი ემოციებით სავსე დღეებს", - აცხადებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.