მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბერს მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
დაკავებულთაგან ერთი პირი დიღმის დროებითი მოთავსების, ხოლო რვა პირი ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა.
საპატიმრო დაწესებულებები ყველა მათგანმა დღეს დილით, 48 საათიანი ვადის ამოწურვის შემდგომ დატოვა.