ამინდი უარესდება

2024-11-15 17:30:14

16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა. 

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.  (საფრთხის დონე საშუალო)