ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აქვეყნებს.
მათივე ცნობით, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა ხელს შეუწყობს აეროპორტთან ლოგისტიკური ცენტრისა და სატვირთო ტერმინალის განვითარების შესაძლებლობას, ასევე, აეროპორტი შეძლებს დიდი ზომის (wide body) საჰაერო ხომალდების მიღებას.
სამომავლოდ, wide body საჰაერო ხომალდების მიღება ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას მისცემს, ახალი ავია-მიმართულებები შორი მანძილებიდან დაემატოს.