რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2024-11-14 19:44:24

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ნოემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში მშვიდობის, სააკაძის, შენებელთა, ჯავახიშვილის, მაზნიაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილში;   

სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.