რუსთავში წყლის მიწოდება 24 საათით იზღუდება

2024-11-14 11:39:39

ჯივიპი რუსთავში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს

დღეს, 14 ნოემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილტაციო სამუშოებს ახორციელებს.

სამუშოები ხრამის სათავე ნაგებობის მეორე აწევის სატუმბო სადგურზე ტარდება,  რომელიც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია. რეაბილიტაციის ფარგლებში სატუმბო სადგურში განახლდება მაგისტრალური მილსადენები და მოეწყობა 13 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რაც სატუმბო სადგურის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

ხრამის სათავე ნაგებობის სრული სარეაბილიტაციო პროექტის ჯამური ინვესტიცია 8.6 მლნ ლარია.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს დღეს, 14 ნოემბერს დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 14 ნოემბერს დღის 15:00 საათიდან 15 ნოემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:  

ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ქალაქ გარდაბანს.