15 ნოემბრამდე რუსთავის ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს.
ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი ავრცელებს.
"ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრ”-მა ქალაქში დაიწყო საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი, რის გამოც 13 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, დილის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გადაიკეტება მერაბ კოსტავას გამზირი.
მუნიციპალური ავტობუსები შემდეგი მარშრუტით იმოძრავებენ:
N1, N2, N3, N4, N5, N7, N21 ავტობუსები, ნაცვლად მერაბ კოსტავას გამზირისა, იმოძრავებენ სუმგაითელ მეტალურგთა ქუჩის გავლით.
ხოლო ძველი რუსთავის მხარეს, აღნიშნული ავტობუსები ხიდიდან პარკის მიმართულებით, მშენებელთა ქუჩის გავლით(ფოლადის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია) ფიროსმანის ქუჩაზე მოხვდებიან.
N6 მუნიციპალური ავტობუსს ცვლილება არ შეეხება და იმოძრავებს ჩვეულ რეჟიმში",- ნათქვამია განცხადებაში.