საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს

2024-11-12 18:34:29

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.

არსებულ ინფორმაციით გარდაცვლილები 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი ახალგაზრდების ცხედრები ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.