როდის დასრულდება რუსთავის იუსტიციის სახლში რეაბილიტაცია

2024-11-13 17:57:16

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე იუსტიციის სახლის შენობაში რამდენიმე თვეა სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

10 ივნისიდან მოქალაქეები იუსტიციის სახლის შესაბამის სერვისებს მე-19 მიკრორაიონში, აღმაშენებლის ქუჩაზე მადაგონის შენობაში ღებულობენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანიას, რომელიც სამუშაოებს ასრულებს.

შპს კორპორატიული ბიზნეს სერვისების დირექტორის, მირიან კაკაბაძის განცხადებით, თუ რაიმე შემაფერხებელი ფაქტორი არ გამოიკვეთა, რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს და დეკემბრის ბოლოსთვის დასრულდება.