ჯივიპი რუსთავში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშოებს ატარებს
ხვალ, 14 ნოემბერს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ხრამის სათავე ნაგებობაზე სარეაბილტაციო სამუშოებს განახორციელებს.
სამუშოები ხრამის სათავე ნაგებობის მეორე აწევის სატუმბო სადგურზე ჩატარდება, რომელიც ქალაქ რუსთავის წყალმომარაგების ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია. რეაბილიტაციის ფარგლებში სატუმბო სადგურში განახლდება მაგისტრალური მილსადენები და მოეწყობა 13 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, რაც სატუმბო სადგურის ექსპლუატაციის ხანგრძლივობას და სტაბილურ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.
ხრამის სათავე ნაგებობსი სრული სარეაბილიტაციო პროექტის ჯამური ინვესტიცია 8.6 მლნ ლარია.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხვალ, 14 ნოემბერს დაიწყებენ და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით ხვალ, 14 ნოემბერს დღის 15:00 საათიდან 15 ნოემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ქალაქ რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს, ქალაქ გარდაბანს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის. ცისტერნების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: www.gwp.ge
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 0341 22 00 11 და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge