სამხრეთ ჩინეთში მანქანა ხალხში შევარდა

2024-11-12 17:22:37

სამხრეთ ჩინეთის  ქალაქ ჟუჰაიში მანქანა სპორტული ცენტრის მოედანთან შეკრებილ მოქალაქეებს დაეჯახა. შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს.

ინციდენტი, ადგილობრივი დროით, ორშაბათს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე მოხდა. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში გადიან. CNN-ის ინფორმაციით, ჟუჰაის სპორტულ ცენტრს გარე მოედანი აქვს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ვარჯიშისთვის ხშირად სტუმრობს. ინციდენტის შემდეგ ცენტრი დროებით დაიხურა.

პოლიციის განცხადებით, 62 წლის კაცი, გვარად ფანი, რომელიც სავარაუდოდ ავტომობილის მძღოლი იყო პოლიციამ დააკავა.