ორთაჭალაში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე სატვირთო ავტომობილი დაგორდა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც მძღოლი, შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.