რუსთავის საქალაქო სასამართლომ საია-ს სარჩელი ხმის ფარულობის დარღვევაზე არ დააკმაყოფილა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა, ნათია ქოქიაშვილმა განუცხადა, ისინი მოითხოვდნენ, რომ რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიის 29 ოქტომბრის განკარგულება ბათილად ცნობილიყო
მოსამართლე ნინო ონიანმა საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა.
"რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის 29 ოქტომბრის განკარგულების ბათილად ცნობას ვითხოვდით. ფარულობის დარღვევაზე მთლიანად რუსთავის ბათილობას ვითხოვდით, რადგან რუსთავში ყველა უბანზე ელექტრონულად ხდებოდა ხმის მიცემა. გუშინვე ერთი დღის ვადაში აპელაციაში გავასაჩივრეთ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ნათია ქოქიაშვილმა.
მისივე თქმით, რუსთავთან ერთად ითხოვდნენ გარდაბნის შედეგების ბათილობასაც, თუმცა ნინო ონიანმა არც ეს სარჩელი არ დააკმაყოფილა.