რუსთავის მუნიციპალიტეტი ახალი წლისთვის ახალ დეკორაციებს ყიდულობს

2024-11-05 20:10:56

რუსთავის მუნიციპალიტეტი ახალი წლისთვის ახალ დეკორაციებს ყიდულობს.

 

სხვადასხვა სახის დეკორაციების შესაძენათ ააიპ "რუსთავსერვის ცენტრმა" 3 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ქალაქის მთავარი საშობაო ნაძვის ხის სანათი დეკორაციების შესასყიდად 71 250 ლარია გამოყოფილი, საშობაო დეკორაციების შესასყიდად 140 335 ლარი, სტრინგების, ხელოვნური წიწვების, ნაძვის ხის გალვანიზირებული ბურთების და "ჯონჯოლებისთვის" - 11 400 ლარი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი უკვე დაწყებულია.