რუსთავში, შარტავას გამზირზე ერთ-ერთ კორპუსში ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, სიგარეტი ნამწვია.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კორპუსის მცხოვრებლებმა განუცხადა.
მათი ინფორმაციით, მე-9 სართულზე ბინის მეპატრონეს, რომელიც დურგალია, აივანზე ხის ნახერხი ედო.
ნახერხს სიგარეტის ნამწვი მოხვდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ცნობისთვის, შარტავას გამზირზე ხანძარი აივანზე გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მთელ სახლში გავრცელდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო მთელი კორპუსის ევაკუირება მოხდა.
ხანძრის გაჩენის დროს საცხოვრებელ სახლში არავინ იმყოფებოდა.
ფოტო: ლადო გულორდავა