რუსთავში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდება

2024-11-04 16:29:40

რუსთავში ძუძუს კიბოს უფასო სკრინინგი ჩატარდება.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ააიპ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა ლალი დეკანოსიძემ განუცხადა, დაავადებათა კონტროლისა და საზ. ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს შეუძლია უზრუნველყოს "ვარდისფერი ოქტომბრის" ფარგლებში რუსთავში განმეორებითი უფასო სკრინინგული გამოკვლევა მამომობილით კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით.

კვლევას ექვემდებარებიან 40-დან 70 წლამდე ქალები, რომელთაც ბოლო 2 წლის განმავლობაში არ ჩაუტარებიათ მამოლოგიური გამოკვლევა.

მსურველებმა დარეკეთ ნომერზე: 0341 25 74 75, მობ: 591 91 91 47