მესხიშვილის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება თოდრია-მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე არსებული მოედნიდან, ლეონიძე-მესხიშვილის კვეთაზე არსებული მოედნის ჩათვლით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად წარმოების მიზნით, 5 ნოემბრიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ეგრეთწოდებულ სტამბულის ბაზრისკენ მიმავალ გზასთან არსებულ მოედანზეც.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.