ქვემო ქართლში ავარია მსხვერპლით დასრულდა

2024-11-02 12:34:05

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ კოდაში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, შედეგად ერთ-ერთი მანქანა აალდა და ქალი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.