"ნორმალურ, ენერგოეფექტურ შენობაში, კედლის ტემპერატურა 4 გრადუსით უნდა განსხვავდებოდეს ოთახის ტემპერატურისგან. თუმცა, თანამედროვე შენობები ამ დონის ვერ არიან",- ამის შესახებ პროფესორმა, ენერგოეფექტურობის სპეციალისტმა ნანი მეფარიშვილმა რადიო "პალიტრას" გადაცემაში "თქვენი დრო" განაცხადა.
მან მოქალაქეებს ურჩია გათბობა აცივებისთანავე, დაბალ სიმძლავრეზე ჩართონ, რადგან ეს უფრო ეკონომიურია, ვიდრე დიდი სიცივეების დროს მაღალი სიმძლავრით სისტემის მუშაობა.
"სწორედ მაშინ, წარმოიქმნება კედელზე კონდენსატი, როცა ეს განსხვავება 7 გრადუსი და მეტია, რადგან თბილი ჰაერის ურთიერთქმედება ცივ ზედაპირთან განაპირობებს ამას.
ამიტომ ახლა გათბობის სეზონი იწყება და მინდა ვუთხრა მოქალაქეებს, ზოგიერთი მათგანი ელოდება სანამ ძალიან არ აცივდება, რათა გათბობა, რაც შეიძლება გვიან ჩართოს და იქნებ ნაკლები ხარჯი ჰქონდეს.
ამ დროს პირიქით, სჯობს გათბობა ჩართოთ უკვე აცივებისთანავე, რაც შეიძლება დაბალ დონეზე, რათა კედლები ვერ გაცივდეს. თუ კედლები გაიყინება, გათბობის ჩა დრთვიდან 1-2 დღეა საჭირო იმისთვის, რომ სახლში ტემპერატურა დასტაბილურდეს და გიწევთ მაღალ სიმძლავრეზე ჩართვა.როდესაც დაბალ სიმძლავრეზეა გათბობის ქვაბი ჩართული, წერს ძალიან ცოტას.
ჩართეთ გათბობა მინიმალურ სიმძლავრეზე და დიდი სიცივე რომ დაიწყება, არ დაგჭირდებათ სტრესული პერიოდის გადატანა. ამიტომ ხარჯები არ გექნებათ ბევრი. პირიქით, შეიძლება ნაკლებიც გქონდეთ",- აღნიშნა ნანი მეფარიშვილმა.