მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფარში ბიძაშვილმა ბიძაშვილი, 1963 წელს დაბადებული თ.დ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, დავა ყოფით ნიადაგზე, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით დაიწყო, რაც შემდეგ სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. [ვიდეო/video]
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული კ.დ. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.