სერბეთში გადახურვის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

2024-11-02 12:23:34

სერბეთის ქალაქ ნოვი სადის რკინიგზის სადგურზე ბეტონის გადახურვის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. მისი თქმით, დაღულულთა შორის 5 ადამიანის ამოცნობე  ვერ მოხერხდა. დაშავებულია 3 ადამიანი. ბეტონის გადახურვა 1-ელ ნოემბერს შუადღისას ჩამოინგრა და მოსაცდელში მსხდომ ადამიანებს დაეცა.

სადგურის შენობას რეკონსტრუქცია 2021 წელს ჩაუტარდა და წელს ისევ განახლდა ოფიციალური გახსნისთვის, რომელიც ივლისის თვეში გაიმართა.

სერბეთის ხელისუფლებამ 2 ნოემბერი, შაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.

გლოვის დღეებია ესპანეთშიც. სადაც წყალდიდობას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.