რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

2024-10-31 18:01:18

რუსთავის მერიამ საახალწლო სამზადისი დაიწყო.

ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები დღის განმავლობაში გონაშვილის სახელობის სკვერში არსებულ ხეებზე საახალწლო განათებებს ამონტაჟებდნენ.

შეგახსენებთ, უკვე გამოცხადდა ელექტრონული ტენდერიც, რომლითაც მუნიციპალიტეტი სადღესასწაულოდ საშობაო დეკორაციებს (ფარდებსა და ბადეებს) შეისყიდის.

ტენდერის ღირებულება 36 500 ლარია.